ამხანაგობა “დიო” წარმოებული ღვინის ექსპორტს გეგმავს

  • -

ამხანაგობა “დიო” წარმოებული ღვინის ექსპორტს გეგმავს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში, საოჯახო სასტუმრო “შატო დიოში” იმყოფებოდა, რომელმაც, სახელმწიფო პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, 10 ათასამდე ლარის ოდენობის გრანტი მიიღო.

საოჯახო სასტუმროს მფლობელი, ამხანაგობა “დიო”, აღნიშნული თანხით საოჯახო მეღვინეობის ბიზნესს განავითარებს.

როგორც ამხანაგობის დამფუძნებლებმა პრემიერ-მინისტრთან საუბრისას განაცხადეს, მიღებული გრანტით შეიძინეს ყველა ინვენტარი, რომელიც წარმოებადობის გაზრდის საშუალებას მისცემთ. ამხანაგობა “დიო”, სამომავლოდ, წარმოებული ღვინის ექსპორტსაც გეგმავს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროების განვითარებას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამბროლაურში დღეიდან ფუნქციონირებს აეროპორტი, რომელიც ტურისტების რაოდენობის ზრდას, დასაქმებას და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

Print Friendly, PDF & Email

ძებნა

გამოკითხვა

მომხრე ხართ თუარა რომ უცხოური პროდუქცია ჩანაცვლდეს ქართულით!

View Results

Loading ... Loading ...

September 2019
M T W T F S S
« Jun    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30