მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რეფორმებზე და ევროპის სამეზობლო პოლიტიკაზე ისაუბრეს.

  • -

მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რეფორმებზე და ევროპის სამეზობლო პოლიტიკაზე ისაუბრეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს, ქრისტიან დანიელსონს და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველ დირექტორს, თომას მაირ-ჰარტინგს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რეფორმებზე და ევროპის სამეზობლო პოლიტიკაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ძირითადი საკითხები და თანამშრომლობის პერსპექტივები. საუბარი შეეხო 2017-2020 წლის ასოცირების ახალ დღის წესრიგს და „აღმოსავლეთ პარტნიორობის” რიგით მეხუთე სამიტისთვის მზადების პროცესს.

ყურადღება გამახვილდა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დასკვნითი პროცედურების დროულად დასრულების მნიშვნელობაზე და გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილებას უახლოეს მომავალში შეძლებენ.

ხაზი გაესვა საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად ევროკავშირის ფინანსური დახმარების როლს და დახმარების ახალ ინსტრუმენტებსა და პროგრამებში საქართველოს ჩართულობის შესაძლებლობებს. მხარეებმა ისაუბრეს განათლებისა და ინფრასტრუქტურული განვითარების საკითხებზე, რა მიმართულებითაც ევროკავშირი 2017 წელს პროექტების განხორციელებას გეგმავს.

საუბარი შეეხო უსაფრთხოების თემებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას ქვეყანაში სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში.

ევროკომისიის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

Print Friendly, PDF & Email

ძებნა

გამოკითხვა

მომხრე ხართ თუარა რომ უცხოური პროდუქცია ჩანაცვლდეს ქართულით!

View Results

Loading ... Loading ...

September 2019
M T W T F S S
« Jun    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30