სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით, „წინანდლის ფესტივალი“ ფუძნდება

  • -

სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით, „წინანდლის ფესტივალი“ ფუძნდება

სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით, „წინანდლის ფესტივალი“ ფუძნდება, – მაღალი ხარისხის კლასიკური მუსიკის მასშტაბური ფესტივალის დაარსების შესახებ, „სილქ როუდ ჯგუფსა“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ადმინისტრაციას შორის, დღეს მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერამდე, კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა.
როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ფესტივალის ჩასატარებლად, წინანდალში, 900 სტუმარზე გათვლილი მუსიკალური დარბაზის, 60-ნომრიანი სასტუმროს, ღია ამფითეატრის, ბიბლიოთეკის, საკონფერენციო დარბაზებისა და მულტიფუნქციური სივრცეების აშენება იგეგმება.
პროექტი, წინანდალში, მუსიკალურ ფესტივალთან ერთად, საერთაშორისო მუსიკალური აკადემიის დაარსებასაც გულისხმობს, რომლის ფარგლებში 60-კაციანი ახალგაზრდული ორკესტრი ჩამოყალიბდება. ახალგაზრდებთან, რომლებიც, ამავდროულად, ფესტივალის საკონცერტო პროგრამებში მიიღებენ მონაწილეობას, მსოფლიოს წამყვანი პროფესორ-მასწავლებლები და შემსრულებლები იმუშავებენ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით, მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, ხელს შეუწყობს, როგორც ტურიზმისა და სერვისების განვითარებას, ისე – რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ახალგაზრდა, ნიჭიერ მუსიკოსებს წარმატების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას „ვერბიეს“ მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი მარტინ ენგსტრომი და „ვერბიეს“ ფესტივალის თანადამფუძნებელი, ისრაელის სიმფონიური ორკესტრის გენერალური დირექტორი ავი შოშანი დაესწრნენ, რომლებიც „წინანდლის ფესტივალის“ იდეის თანაავტორებიც არიან.
მათი შეფასებით, პროექტს აქვს უდიდესი პოტენციალი, წინანდალი კლასიკური მუსიკის რეგიონულ ცენტრად აქციოს.
„წინანდლის კულტურული ცენტრის შექმნა ასევე მოიცავს ახალგაზრდული ორკესტრის ჩამოყალიბებას, რომელიც გააერთიანებს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან და მისცემს შესაძლებლობას, ერთად დაუკრან. ეს იქნება მშვიდობის გზავნილი. მე, როგორც „ვერბიეს“ მუსიკალური ფესტივალის დირექტორს, რომლის დაარსების 24 წლისთავს წელს ვზეიმობთ, შემიძლია განვაცხადო, რომ მუსიკალურ ფესტივალში ინვესტირება ხელს უწყობს ფუნქციური ეკონომიკის ჩამოყალიბებას“, – განაცხადა „ვერბიეს“ მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელმა და დირექტორმა მარტინ ენგსტრომმა.
მუსიკალური ფესტივალისა და აკადემიის დაარსება მნიშვნელოვანია, როგორც საგანმანათლებლო, სახელოვნებო, ისე – ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით – მიიჩნევს ისრაელის სიმფონიური ორკესტრის გენერალური დირექტორი ავი შოშანი.
„წინანდლის ფესტივალი“ 2019 წლიდან დაიწყება და ყოველწლიურად გაიმართება.

Print Friendly, PDF & Email

ძებნა

გამოკითხვა

მომხრე ხართ თუარა რომ უცხოური პროდუქცია ჩანაცვლდეს ქართულით!

View Results

Loading ... Loading ...

September 2019
M T W T F S S
« Jun    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30