ქართულ საფეიქრო ინდუსტრიას ახალი საწარმო შეემატა.

  • -

ქართულ საფეიქრო ინდუსტრიას ახალი საწარმო შეემატა.

ქართულ საფეიქრო ინდუსტრიას ახალი საწარმო შეემატა. კომპანია „მატერიამ“ თბილისში ევროპული სტანდარტების თანამედროვე ფაბრიკა ააშენა, სადაც ამ ეტაპზე 250-მდე ადამიანია დასაქმებული და მომავალში ეს ციფრი საგრძნობლად გაიზრდება.
თანამედროვე სტანდარტების ფაბრიკა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. კომპანია ,,მატერია“ ქართველი დიზაინერების პროდუქციას აერთიანებს და ორ ბრენდს, პრემიუმ კლასის „მატერიელი“ და საშუალო შემოსავლიან სეგმენტზე გათვლილი „დოთსი“ ფლობს. მინისტრის განცხადებით, მსუბუქი მრეწველობის დარგი საქარველოში სულ უფრო ვითარდება და რაც, მთავარია დამატებითი სამუშაო ადგილები იქმნება.
,, პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რომელმაც ძალიან აქტიური მონაწილეობა მიიღო საწარმოების განახლებაში. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აქ არის წარმოდგენილი წარმოების სრული ციკლი. იდეიდან, მოდელირებიდან და საბოლოო პროდუქტამდე. საკმაოდ და ძლიერ დივერსიფიცირებული ბიზნესი აქვთ. სიმართლე გითხრათ ძალიან მომეწონა. მათ ეფექტურად აქვთ აწყობილი ბაზრებზე წვდომის არხებიც. ამ კომპანიისთვის ექსპორტზე წვდომა პრობლემას არ წარმოადგენს. ბრენდულ მაღაზიებს ხსნიან და ა.შ.-‘’განაცხადა გიორგი გახარიამ.
,,მატერიელის“ ბრენდი ექსპორტზე ათამდე ქვეყანაში გადის. (შვეიცარია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, რუსეთი, იტალია, ჩინეთი, სასომხეთი, ყატარი, ქუვეითი, უკრაინა) კომპანიამ EBRD-სგან 1 200 000 ლარის ოდენობის ბიზნესსესხი აიღო, რაც თანამედროვე ტექნოლოგიის საწარმოო ხაზის შეძენას მოხმარდა. კომპანიის მაღაზიები თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე და ბათუმში სასტუმრო ,,ჰილტონში“ მდებარეობს. უახლოეს დღეებში კომპანიის პირველი მაღაზია შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში გაიხსნება.
,,ეს არის წარმატებული ბიზნესი აწყობის სრული ციკლის ძალიან კარგი მაგალითი. ჩვენ ჩვენი მხრიდან სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ ინსტრუმენტებით დავეხმარებით მსგავს წარმოებებს და ამ კონკრეტულ წარმოებას. ვთვლი, რომ მსუბუქი მრეწველობა ეს ის სექტორია, სადაც ჩვენ სერიოზული ზრდის პოტენციალი გაგვაჩნია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის, რადგან მსუბუქი მრეწველობა ეს ის დარგია, სადაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა საკმაოდ ეფექტიანად და სწრაფად შეიძლება,-‘’განაცხადა გიორგი გახარიამ.
„მატერია“უნიფორმებს ქართული ჯარისთვის, საპატრულო და სასაზღვრო პოლიციისთვის, მერიის დასუფთავების სამსახურისთვის, „საქართველოს ფოსტისთვის,“ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრებისთვის კერავს.
„მატერიას“ წარმომადგენლების ინფორმაციით, სამომავლოდ ფეხსაცმლის ხაზის შექმნაც იგეგმება. ჰოლდინგის მიერ ნაწარმოები მასიური პროდუქცია ექსპორტზე კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში გავა.

Print Friendly, PDF & Email

ძებნა

გამოკითხვა

მომხრე ხართ თუარა რომ უცხოური პროდუქცია ჩანაცვლდეს ქართულით!

View Results

Loading ... Loading ...

September 2019
M T W T F S S
« Jun    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30