Category Archives: სიახლეები

  • -

ბათუმმა ყველაზე ავტორიტეტული „World Travel Awards“-ის ტურიზმის ოსკარი აიღო

“ტურიზმის ოსკარი ჩვენია! დიახ, ჩვენ ეს შევძელით!!! ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ ამ შთამბეჭდავ შედეგს, რომლის გამოც ყოველთვის ამაყები ვიქნებით!!! ბათუმი დღეს უკვე ღირსეულად დგას ევროპის თუ მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე, ბათუმით მსოფლიო მასმედიის საუკეთესო წარმომადგენლები ინტესესდებიან. ჩვენი უცხოელი კოლეგები შეხვედრისას ხშირად გვთხოვენ გავუმხილოთ ის საიდუმლო რისი მეშვეობითაც ბათუმი და აჭარა მსოფლიო ტურისტულ რუკაზე მყარად იკავებს ლიდერ პოზიციებს.

ძალინ მეამაყება, რადგან წარმატების რეცეპტი ტურიზმის დეპარტამენტის უკლებლივ ყველა თანამშრომლის წლების განმავლობაში გაწეული დაუღალავი და მუხლჩაუხრელი შრომაა. ძალიან გამიმართლა,რომ სწორედ ასეთი საინტერესო და ნიჭიერი ადამიანების გვერდით მიწევდა და მიწევს მუშაობა.

ბევრი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ ყველამ ერთად, თითქმის შეუძლებელი შევძელით,ეს არ ყოფილა მარტივი და მაგრამ მიზანი გვაქვს საკმაოდ მკაფიოდ გაცნობიერებული – ბათუმი,აჭარა და შესაბამსად საქართველო, გავხადოთ მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულება მსოფლიო რუკაზე. ამ მიზნისკენ უკვე მყარი ნაბიჯებით მივიწევთ, გვაქვს მთავრობის უდიდესი მხადაჭერა და ასევე უმნიშვნელოვანესი – საზოგადოების და ტურიზმში ჩართული კერძო სექტორის ნდობა. დღევანდელ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი მათაც დამსახურებულად მიუძღვით. მადლობა ყველას შრომისთვის,თავდადებისთვის, მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის.

გილოცავთ!!! ყველას გილოცავთ, ვისთვისაც ძვირფასია ბათუმის,აჭარის და საქართველოს წარმატება!!! და ბოლოს – გილოცავ სულხან ღლონტი რომ არა შენი ენთუზიაზმი, ნიჭიერება, სტრატეგია, მიზანდასახულობა და საქმისადმი უზომო სიყვარული და პატრიოტიზმი დღეს ჩვენ ასეთი ლაღები არ ვიქნებოდით. მადლობა ამ სიხარულისთვის!!! #worldtravelaward2019 #besttourismdestination #visitbatumi #visitgeorgia #აჭარისტურიზმისდეპარტამენტი #მადლობა #winner2019 #proudteam


  • -

პრემიერმა ნათია თურნავას ეკონომიკის მინისტრად დანიშვნის ბრძანება გამოსცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავა დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას ხელი პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოაწერა.

ნათია თურნავამ ამ თანამდებობაზე გიორგი ქობულია შეცვალა, რომელიც თავის მხრივ, დღეს პრემიერმა გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, რომ ნათია თურნავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2018 წლის 14 სექტემბერიდან მუშაობდა.

მისი სამუშაო გამოცდილება ასეთია:

2013 წ. აგვისტო – 2018 წ. სექტემბერი – სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე;

2006 – 2013 წ.წ. – შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე;

2005 წ. სექტემბერი – 2006 წ. ნოემბერი – საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე;

2005 წ. მაისი – სექტემბერი – საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;

2000 – 2005 მაისი – საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე;

1998 – 2000 წ.წ. – თბილისის საკრებულოს წევრი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

1997-2000 წ.წ. – მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში თანმიმდევრულად სახელმწიფო მრჩევლად, ეკონომიკური სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოადგილედ, ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილედ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებლად;

1994 – 1996 წ.წ. – მუშაობდა საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტში, წამყვან მეცნიერ თანამშრომლად, აგრეთვე კითხულობდა ლექციებს ეკონომიკის სხვადასხვა დისციპლინაში თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში.


  • -

„სტარტაპ მეგობრული“

საქართველოს ეკონომიკური განვითარების ფედერაციასა და სსიპ – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის პარტნიორული ხელშეკრულება გაფორმდა, რაც ითვალისწინებს მხარეთა შემდგომ ურთიერთთანამშრომლობას სტარტაპ მეგობრულის ბენეფიციარების მხარდაჭერისთვის;

იხილეთ ფედერაციის შეთავაზება სრულად ლინკზე


  • -

დიმიტრი ქუმსიშვილი: მსოფლიო ბანკთან ერთად ახალ საგრანტო პროგრამას ვიწყებთ, რომლის ჯამური მოცულობა 2 მლნ ლარია

„ჩვენ მსოფლიო ბანკთან ერთად ახალ „თანადაფინანსების გრანტების პროგრამას” ვიწყებთ, რომლის ჯამური მოცულობაა 2 მლნ ლარი. ეს თანხა, როგორც გრანტი, გამარჯვებულ სტარტაპერებს გადაეცემათ. თუმცა მთლიანი თანხა, რომელსაც სახელმწიფო მსოფლიო ბანკთან ერთად დახარჯავს, ჯამში 2,8 მლნ ლარს გადააჭარბებს,” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი საგრანტო პროგრამის დაწყების ოფიციალურ პრეზენტაციაზე, რომელიც ტექნოპარკში გაიმართა.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, შემოსული ინოვაციური განაცხადებიდან უცხოელი ექსპერტები შეარჩევენ მათ, რომელთაც გლობალურ ბაზრებზე განვითარების შესაძლებლობა ექნებათ. ამის შემდეგ, სტარტაპერები შეისწავლიან, როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული იდეების ნამდვილ საინვესტიციო წინადადებებად ჩამოყალიბება და შემდგომში ინვესტორებისთვის წარდგენა.

„ყველას მოვუწოდებ, მიიღონ მონაწილეობა საგრანტო პროგრამაში. დღეიდან ვებგვერდზე grants.gov.ge უკვე დაიწყო განაცხადების მიღება. ძალიან მინდა, რომ ამ შესაძლებლობით ბევრმა ადამიანმა ისარგებლოს და შესაბამისად, თავიანთი განაცხადები შემოიტანონ,” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„თანადაფინანსების გრანტების პროგრამა” მსოფლიო ბანკის პროექტის „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში გამოცხადდა. მისი მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

commersant.ge


  • -

მეწარმეობის განვითარება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი

მეწარმეობის განვითარება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, განსაკუთრებით, მცირე მეწარმეობის. პარლამენტში მთავრობის დამტკიცების დროს, სიტყვით გამოსვლისას, მე ვისაუბრე, რომ ჩვენ ვიწყებთ მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მეორე ტალღას, მას შემდეგ, რაც წარმატებით ხორციელდება პროგრამები – „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პროგრამები – „დანერგე მომავალი“ და ა.შ. ჩვენ შემოვდივართ ახალი ინიციატივით და მე მინდა, მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს, რომელმაც ძალიან საინტერესო საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება წარმოადგინა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ახალი საგადასახადო ინიციატივა ითვალისწინებს მცირე მეწარმეებისათვის დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის დაწესებას. კერძოდ, მცირე მეწარმეებისთვის 5-ჯერ ვამცირებთ ბრუნვის გადასახადს და 5%-ის ნაცვლად იქნება 1%-იანი ბრუნვის გადასახადი. ამასთან მცირე ბიზნესად დღეს თუ ითვლება 100 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო, ამ კატეგორიაში 500 000 ლარამდე ბრუნვის საწარმო ჩაითვლება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შვება მცირე მეწარმეობით დაკავებული ადამიანებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი შემცირება საგადასახადო ტვირთის და, რა თქმა უნდა, წახალისება ახალი მეწარმეებისა, რომელთაც სურთ საქმიანობის წამოწყება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეწარმეები აიტაცებენ ამ ინიციატივას, გაჩნდება ახალი საწარმოების შექმნის ინიციატივები და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ჟანგბადი მცირე მეწარმეებისთვის, მათი საწარმოების განვითარებისთვის.


  • -

ტურისტის ბარათი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების ფედერაციის პროექტი

საქართველოს ეკონომიკური განვითარების ფედერაციამ სამთავრობო პროგრამა „ტურიზმის განვითარების სტრატეგია -2025“ მხარდაჭერისათვის და უცხოელ ტურისტთა ქვეყანაში მოზიდვის მიზნით შეიმუშავა პროექტი „ტურისტისა და ვიზიტორის ბარათი“, ვინაიდან საქართველოში ჯერჯერობით ვიზიტორთა უდიდესი უმრავლესობა შეადგენს საშუალო ან საშუალოზე დაბალი ფინანსური შესაძლებლობების მქონე სეგმენტს, ვფიქრობთ რომ ფასდაკლების ბარათი პოპულარობით ისარგებლებს მათში ( ვარაუდი დაადასტურა: ტურისტებში ჩატარებულმა გამოკითხვებმა).
პროექტს მხარს უჭერენ და მასში მონაწილეობაზე დასტური განაცხადა რამოდენიმე ასეულმა კერძო კომპანიამ თუ სახელმწიფო სტრუქტურამ.
„საქართველოს ბანკის“ გადახდის სისტემის მართვის დეპარტამენტთან კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ უცხოელი ვიზიტორების მიერ ტურისტის ბარათის საფასურის გადახდა მოხდება საქართველოს ბანკის ექსპრეს ფეისა და პოს ტერმინალების საშუალებით, აეროპორტებში, საბაჟო გამშვებ პუნქტებთან და სპეციალურად შერჩეულ ადგილებზე.
პარალელურ რეჟიმში შპს „მეტრო სერვის პლიუსის“ ხელმძღვანელობასთან მიმდინარეობდა კონსულტაციები, ტურისტის ბარათის ჩიპზე „მეტრომანის“ პროგრამის განთავსების ტექნიკურ შესაძლებლობაზე, საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში უცხოელ ტურისტს ქვეყანაში ვიზიტის პერიოდში გარდა ფასდაკლებებისა, მაგ: სასტუმროში, ჰიგიენისა და სილამაზის სალონში, მუზეუმში, თეატრში, რესტორანში, ბარში, ფოსტაში, ავტოგასამართ სადგურებზე და ა.შ. იმავე ბარათის ჩიპზე მეტრომანის პროგრამის განთავსების საშუალებით შეძლებს გადაადგილდეს მეტროში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით და საბაგირო გზებზე არსებული სტანდარტული ტარიფით, ხოლო ბარათზე განთავსებული სიმკარტით ( გამოცხადდება კონკურსი მობილური ოპერატორებისათვის ) განახორციელებს საჭირო კომუნიკაციას მობილური სატელეფონო კავშირით და ინტერნეტით ( ასეთი ბარათის ანალოგი არ მოიპოვება ) და ამით ვიზიტორის ფასდაკლების ბარათი შეიძენს უნივერსალურობას, რაც განაპირობებს პროექტის უცილობელ წარმატებას ( ყოვლისმომცველობა, პრაქტიკულობა, ხელმისაწვდომობა ). “მეტრო სერვის პლიუსის” სპეციალისტთა მცდელობით ბარათის ჩიპზე მეტრომანის პროგრამის განთავსების შესაძლებლობა ტექნიკურად რეალურად იქნა მიჩნეული, შეხვედრაზე მეტრო სერვის პლიუსმა დაადასტურა პროექტში ჩართულობის სურვილი, ხოლო საქართველოს ბანკი, რომელსაც ოფიციალურად გაგზავნილი აქვს თხოვნა ჩაერთოს ქვეყნისათვის მეტად მნიშვნელოვან პროექტში, რომელიც ბოლო დროს დაინტერესებულია ტურიზმის განვითარებით ქვეყანაში, შეძლებს დადებითად შეაფასოს მოვლენები და ვიმედოვნებთ მხარს დაუჭერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ფედერაციის პროექტს.

მზადების პროცესშია პროექტის ვებ-გვერდი და აპლიკაცია, სადაც უცხოელი ტურისტი გაეცნობა საქართველოს ულამაზეს კუთხეებს, ღირშესანიშნაობებს და სხვა მისთვის საჭირო ინფორმაციას.
ტურისტის ბარათების გავრცელება დაგეგმილია საერთაშორისო აეროპორტებში, საბაჟო გამშვებ პუნქტებთან, საქართველოს რკინიგზის ცენტრალურ სადგურში. სპეციალურად შერჩეულ ადგილებზე. ამასთან სასურველი იქნება ბარათის ან/და სარეკლამო კატალოგის გავრცელება მოხდეს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში ქვეყნის მასშტაბით.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ოფიციალურად გადაეგზავნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების ფედერაციის პროექტი „ტურისტის და ვიზიტორის ბარათი“, ადმინისტრაციამ განიხილა და მიესალმება ჩვენს წამოწყებას, აღნიშნა რომ მოცემული პროექტი მართლაც შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას ქვეყანაში. ვიმედოვნებთ ადმინისტრაციის სრულ მხარდაჭერას პროექტის განხორციელების ეტაპეპზე.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების ფედერაცია დადებითად აფასებს ქვეყანაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგულ კამპანიის შედეგად ტურიზმის განვითარების წარმატებებს და სპეციალურ დიპლომს გადასცემს ადმინისტრაციას.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების ფედერაცია
ვებ-გვერდი: www.federation.ge


  • -

თბილისი ორ უნიკალურ გამოფენას მასპინძლობს – „უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი – სილამაზე, კარავაჯო – სინათლე“.

5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით, პროექტ #CheckInGeorgia-ს ფარგლებში,
თბილისი ორ უნიკალურ გამოფენას მასპინძლობს – „უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი – სილამაზე, კარავაჯო – სინათლე“.
თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, ნახოთ აღორძინების ეპოქის გენიოსის, სანდრო ბოტიჩელის იდეალური სილამაზის სიმბოლო – ტურინის გალერეა საბაუდაში დაცული „Venus Pudica“(ორიგინალი ნამუშევარი).
გამოფენაზე “Opera omnia” თქვენ გელით შუქ-ჩრდილების ოსტატის, კარავაჯოს ყველა ძირითადი ნამუშევრის რეპროდუქციები რეალურ ზომაში.
გამოფენები გაიმართება საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.
მისამართი: შ. რუსთაველის გამზ. #3.
🌐დამატებითი ინფორმაციისთვის: http://bit.ly/2wlWwN7


  • -

“ჯორჯიან სერვის გრუპ-2007”-ის ქუთაისის ფილიალი გაიხსნა

2017 წლის 28 სექტემბერს პირველი აუტსორსული კომპანიის “ჯორჯიან სერვის გრუპ-2007”-ის ქუთაისის ფილიალი გაიხსა, რომელსაც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მარიანა მორგოშია დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვან სექტორს, სწორედ ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი წარმოადგენს, რადგან დღესდღეობით მრავალი საერთაშორისო კომპანია მიმართავს მსგავს პრაქტიკას და საკუთარი კომპანიის საჭირო მომსახურებების მართვას სხვადასხვა ქვეყნებში, კერძოდ კი ინდოეთში, ჩინეთში, იაპონიაში, ბულგარეთში და ა.შ ახორციელებს. აღნიშნული მიმართულება ფინანსური სერვისების, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრების, მონაცემთა ცენტრების, კლიენტებთან ურთიერთობის მართვის, IT მომსახურების, ადამიანური რესურსების მართვის, R&D და მრავალი სხვა მომსახურების საქართველოდან მართვასა და მიწოდებას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის განვითარება და აღნიშნული მიმართულებით დაინტერესებული ინვესტორების მოზიდვა ხელს უწყობს ექსპორტის ზრდას და დამატებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ მიზნით „ჯორჯიან სერვის გრუპ-2007” უკვე 10 წელია რაც ევროპულ ბაზარს ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს. ამჟამად საქართველოში GSG 300 თანამშრომლით ყველაზე დიდი და მზარდი მომხმარებელთან ურთიერთობის კომპანიაა თბილისში. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ 2007 წლიდან „ჯორჯიან სერვის გრუპ-2007” გერმანული ონლაინ მაღაზია “Zooplus”-ის სერვის პროვაიდერია, რომელიც მთელი ევროპის მასშტაბით მომხმარებელს უწევს მომსახურებას. ამჟამად კომპანიაში ფუნქციონირებს 9 ენობრივი დეპარტამენტი: გერმანული, ფრანგული, ინგლისური, ესპანური, იტალიური, თურქული, პოლონური, ბერძნული, რუსული.

ყოველდღიურად GSG-ში მუშავდება 37 500 დავალება, კერძოდ, 11 000 წერილი, 12 500 ზარი და 14 000 დამატებითი დავალება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტოსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით ამ დროისთვის ქუთაისის ფილიალისთვის მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე 30 თანამშრომელია შერჩეული. ერთი წლის განმავლობაში “ჯორჯიან სერვის გრუპ-2007” ქუთაისის ფილიალში 100 სამუშაო ადგილს შექმნის.


  • -

30 სექტემბერიდან – 1 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება საკვირაო ბაზრობა, რომლის მიზანია ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაცია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 30 სექტემბერიდან – 1 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება საკვირაო ბაზრობა, რომლის მიზანია ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაცია.
გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა – სუვენირები, სამოსები, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, სასურსათო პროდუქცია და ა.შ. ამასთანავე, ღონისძიებაზე მოეწყობა სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია, სადაც თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი კავშირები დაამყაროს ადგილობრივ მწარმოებლებთან.
ღონისძიება განხორციელდება თანამედროვე თემატიკით, სადღესასწაულო ფორმატში, მუსიკალური გაფორმებით, სასიამოვნო დიზაინით, განათებით და ბავშვებისთვის დამატებითი გასართობი სივრცეებით.


  • -

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერები და პროდიუსერები სტუმრობენ

2017 წლის 22-დან 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს, კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალის შესასწავლად ცნობილი ამერიკელი ლოკაციის მენეჯერები და პროდიუსერები სტუმრობენ.

ცნობილი ამერიკელი კინომწარმოებლების წარმომადგენლები ე.წ „ლოკაციის მენეჯერები“, რომლებსაც ისეთ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი როგორებიცაა : „Pretty women“, „The Princess Diaries“, „Miss Congeniality“, „27 Dresses“, „Shutter Island“, „The Aviator“, „Indiana Jones and the Kingdom of the Crystal Skull“ 1 კვირის განმავლობაში დაათვალიერებენ ბათუმს, წყალტუბოს, ჭიათურას, თბილისს, ყაზბეგს და რუსთავს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, ქვეყანაში კინოინდუსტრიის წახალისებას და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ცენტრად ქცევას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამერიკულ დელეგაციას პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ განმახორციელებელი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში უცხოელ სტუმრებს ქართველი კინომწარმოებლები და ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლები შეხვდებიან, მათ გამოცდილებას გაიზიარებენ და გააცნობენ ქართული კინოს შესაძლებლობებს და არსებულ ინფრასტრუქტურას.

აღსანიშნავია, რომ პროგრამისადმი „გადაიღე საქართველოში“ ინტერესი საკმაოდ მაღალია რასაც შემოსული 9 განაცხადი მოწმობს, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 15, 182 მლნ ლარს შეადგენს.

შენიშვნა:

2016 წლის დასაწყისში სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ დაემატა, რომელიც კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ პროგრამის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის კუთხით ხორციელდება რიგი ღონისძიებები მათ შორის ე.წ Road Show-ები, რისი მეშვეობითაც ხდება საერთაშორისო პროდიუსერებისათვის ინფორმაციის ამომწურავად გაცნობა, მხარეებისათვის გადასაღები ლოკაციების შეთავაზება და კინოწარმოებასთან დაკავშირებით ქვეყნის პოტენციალის სრულად წარმოჩენა.


  • -

ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება

► ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება, რომელიც თაფლის მწარმოებელ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადაეცემა პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში.

► მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებმაც გაზარდეს სკების რაოდენობა და შესაბამისად თაფლის წარმოება, ახლა უკვე შესაძლებლობა აქვთ, სახელმწიფო პროგრამაში ჩართვით, თაფლის კოოოპერაციულ საწარმოში გადაამუშაონ წარმოებული თაფლი და მისცენ მას საბოლოო სასაქონლო სახე.

► საწარმოში შესაძლებელი იქნება დღეში არანაკლებ ორი ტონა თაფლის გადამუშავება და ერთგვაროვანი თაფლის მიღება, მოეწყობა სასაწყობე ინფრასტრუქტურა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 900 000 ლარია.

► წარმოებული თაფლის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივს დაეკისრება ვალდებულება დაიცვას „თაფლის ტექნიკური რეგლამენტი“, დანერგოს მიკვლევადობისა და HACCP-ის სისტემები.

► სახელმწიფოს თანადაფინანსებით უკვე მეფუტკრეობის 164 კოოპერატივს გადაეცა 13 931 სკა. 28 კოოპერატივს გადაეცა 28 თაფლის საწური და 27 კოოპერატივს გადაეცა 61 400 ლიტრის ტევადობის 713 ავზი.


  • -

ქუთაისში სამვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Best Western Kutaisi გაიხსნა

ქუთაისში დღეს, სამვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Best Western Kutaisi გაიხსნა. ღონისძიებას პრემიერმინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, შს მინისტრი და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ქალაქის ისტორიულ ცენტრში სასტუმროს 40 სტანდარტული და 5ლუქსის ტიპის ნომერი, ასევე ადაპტირებული ნომერი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა აქვს.


  • -

სიახლე ქუთაისში! ბარმენთა პროფესიული მოსამზადებელი კურსები

სიახლე ქუთაისში! საქართველოს ბარმენთა ასოციაციის იმერეთის რეგიონალურ ფილიალში ფუნქციონირებს ბარმენთა პროფესიული მოსამზადებელი კურსები. სწავლის ხანგრძლივობაა 2 თვე. სწავლება მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია საერთოშორისო ბარმენთა ასოციაციის მიერ (IBA) და ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოწოდებული პროგრამის მიხედვით. კურსები ლიცენზირებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. ლიცენზია №02341085
ისწავლება შემდეგი დისციპლინები:

  1. საქონელთმცოდნეობა
  2. ბარის მოწყობილობა–დანადგარები
  3. კოქტეილის მომზადებისა და სასმელების ტექნოლოგია
  4. ბარმენის პროფესიული უნარჩვევები
  5. სავაჭრო გამოთვლები ბარში
  6. პროფესიული ეთიკა და ფსიქოლოგია
  7. ჰიგიენა და სანიტარიის საფუძვლები.ყველა კურსდამთავრებული წევრიანდება საქართველოს ბარმენთა ასოციაციაში.
    გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატი, რომელიც ძალაშია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სადაც არსებობს ბარმენთა ასოციაცია.
    საქართველოს ბარმენთა ასოციაცია უზრუნველყოფს მისი კურსდამთავრებულების გარანტირებულ დასაქმებას. ასევე იგეგმება წარჩინებულ მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამები საზღვარეთ. დაწვრილებითი ინფორმციისთვის დაგვიკავშირდით:

598 310390 მის: ქუთაისი, ყაუხჩიშვილის 8 ( თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორია )

 


  • -

ცვლილება ერთიან აგროპროექტში

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სულ 16 000-ზე მეტ ბენეფიციარზე გაცემულია 27 000-ზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი. კომერციული ბანკების მიერ გაცემული თანხა აღემატება 759 მლნ ლარს და 238მილიონ აშშ დოლარს.
შეიქმნა 154 ახალი საწარმო და გადაიარაღდა 700.
ცვლილებების თანახმად:
ფინანსური მხარდაჭერა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში მოხდება

• მოიხსნა მაქსიმალური ვადის შეზღუდვა შეღავათიან აგროკრედიტზე

• შესაძლებელი გახდა სარგებლობა როგორც ფიქსირებული, ისე მცურავი საპროცენტო განაკვეთით

• შესაძლებელი გახდა კაკლოვანი კულტურების შემნახველი საწარმოების დაფინანსება.

• სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტების ფინანსური მხარდაჭერა ეროვნულ ვალუტაში მოხდება


  • -

სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტების ფინანსური მხარდაჭერა ეროვნულ ვალუტაში მოხდება

შეღავათიანი აგროკრედიტისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტების ფარგლებში ცვლილებები განხორციელდა. მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შეღავათიანი აგროკრედიტი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა.
აღნიშნული ცვლილებები თანხვედრაშია ქვეყნის ლარიზაციის სახელმწიფო გეგმასთან და სესხების ლარში აღების სტიმულირებას ახდენს; სავალუტო რისკების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია ბენეფიციარებისთვის გრძელვადიანი სესხები ეროვნულ ვალუტაში გაიცეს.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში განხორციელებულ ცვლილებებამდე, ძირითადი საშუალებების კომპონენტში სესხის მაქსიმალური ვადა განსაზღვრული იყო 7 წლით. ცვლილებების თანახმად, სესხის ვადის შეზღუდვა მოიხსნა. სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების პერიოდი განისაზღვრა პირველი ტრანშის გაცემიდან 66 თვის ვადით.
ბენეფიციარებს შესაძლებლობა მიეცათ ისარგებლონ როგორც ფიქსირებული, ისე მცურავი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხებით და გააკეთონ მათთვის ოპტიმალური არჩევანი.
სოფლის მეურნეოების გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ახალი რედაქციის თანახმად, პროექტის ფარგლებში განსაზღვრული თანადაფინანსებაც გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. დამატებით, პროექტის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა კაკლოვანი კულტურების შემნახველი საწარმოების დაფინანსება.
დღეის მდგომარეობით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სულ 16 000-ზე მეტ ბენეფიციარზე გაცემულია 27 000-ზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი. კომერციული ბანკების მიერ გაცემული თანხა აღემატება 759 მლნ ლარს და 238 მილიონ აშშ დოლარს.
აღნიშნული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შეიქმნა 154 ახალი საწარმო და გადაიარაღდა 700.


  • -

ომარ ნიშნიანიძე რეგიონული განვითარების მინისტრის მრჩევლად დაინიშნა

მე-8 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე, რეგიონული განვითარების მინისტრის, ზურაბ ალავიძის ერთ-ერთ მრჩევლად დაინიშნა. ყოფილი დეპუტატი მინისტრის მრჩეველი მყარი ნარჩენების სფეროს მიმართულებით იქნება.


  • -

იუსტიციის სამინისტროს შვედეთის დელეგაცია ესტუმრა. თეა წულუკიანი შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ანდერს იგემანს შეხვდა. შეხვედრას შვედეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ

იუსტიციის სამინისტროს შვედეთის დელეგაცია ესტუმრა. თეა წულუკიანი შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ანდერს იგემანს შეხვდა. შეხვედრას შვედეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.
„ბატონი იგემანი საქართველოს ეწვია სწორედ იმ დღეებში, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციის შესახებ საქართველოსთან მიმართებით, და მან აღნიშნა იმ საუკეთესო თანამშრომლობის შესახებ, რომელიც აქვს მის სამინისტროსა და ძალოვან სტრუქტურებს ჩვენი ქვეყნის სამინისტროებთან; პირველ რიგში, იმ სამინისტროებთან, რომლებიც მიგრაციის საკითხებზე მუშაობენ − შინაგან საქმეთა სამინისტრო, პოლიცია, სასაზღვრო სტრუქტურები და იუსტიციის სამინისტრო, რომელიც მართავს უსაფრთხო დოკუმენტების სისტემას ჩვენს ქვეყანაში“, − აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანის თქმით, საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხო: „ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება, რათა ჩვენი მოქალაქეების მიერ შვედეთში ჩადენილი დანაშაული იქნეს რაც შეიძლება სწრაფად აღკვეთილი და ასეთი მოქალაქეები დავაბრუნოთ ხოლმე საქართველოში რაც შეიძლება მალე, იმისთვის, რომ სხვა კანონმორჩილ მოქალაქეებს არ შეექმნათ არანაირი უხერხულობა, როდესაც ისინი უვიზოდ იმოგზაურებენ ევროპულ სივრცეში“.
მხარეებმა იუსტიციის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. თეა წულუკიანმა შვედ მინისტრს ის რეფორმები გააცნო, რომლებიც იუსტიციის სამინისტრომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და უვიზო მიმოსვლისათვის განახორციელა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სტუმრებს მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილი საქმიანობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.
შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში ერთდღიანია. თეა წულუკიანის გარდა, ანდერს იგემანი უკვე შეხვდა თავის ქართველ კოლეგა გიორგი მღებრიშვილს.


  • -

ქართულ საფეიქრო ინდუსტრიას ახალი საწარმო შეემატა.

ქართულ საფეიქრო ინდუსტრიას ახალი საწარმო შეემატა. კომპანია „მატერიამ“ თბილისში ევროპული სტანდარტების თანამედროვე ფაბრიკა ააშენა, სადაც ამ ეტაპზე 250-მდე ადამიანია დასაქმებული და მომავალში ეს ციფრი საგრძნობლად გაიზრდება.
თანამედროვე სტანდარტების ფაბრიკა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. კომპანია ,,მატერია“ ქართველი დიზაინერების პროდუქციას აერთიანებს და ორ ბრენდს, პრემიუმ კლასის „მატერიელი“ და საშუალო შემოსავლიან სეგმენტზე გათვლილი „დოთსი“ ფლობს. მინისტრის განცხადებით, მსუბუქი მრეწველობის დარგი საქარველოში სულ უფრო ვითარდება და რაც, მთავარია დამატებითი სამუშაო ადგილები იქმნება.
,, პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რომელმაც ძალიან აქტიური მონაწილეობა მიიღო საწარმოების განახლებაში. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აქ არის წარმოდგენილი წარმოების სრული ციკლი. იდეიდან, მოდელირებიდან და საბოლოო პროდუქტამდე. საკმაოდ და ძლიერ დივერსიფიცირებული ბიზნესი აქვთ. სიმართლე გითხრათ ძალიან მომეწონა. მათ ეფექტურად აქვთ აწყობილი ბაზრებზე წვდომის არხებიც. ამ კომპანიისთვის ექსპორტზე წვდომა პრობლემას არ წარმოადგენს. ბრენდულ მაღაზიებს ხსნიან და ა.შ.-‘’განაცხადა გიორგი გახარიამ.
,,მატერიელის“ ბრენდი ექსპორტზე ათამდე ქვეყანაში გადის. (შვეიცარია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, რუსეთი, იტალია, ჩინეთი, სასომხეთი, ყატარი, ქუვეითი, უკრაინა) კომპანიამ EBRD-სგან 1 200 000 ლარის ოდენობის ბიზნესსესხი აიღო, რაც თანამედროვე ტექნოლოგიის საწარმოო ხაზის შეძენას მოხმარდა. კომპანიის მაღაზიები თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე და ბათუმში სასტუმრო ,,ჰილტონში“ მდებარეობს. უახლოეს დღეებში კომპანიის პირველი მაღაზია შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში გაიხსნება.
,,ეს არის წარმატებული ბიზნესი აწყობის სრული ციკლის ძალიან კარგი მაგალითი. ჩვენ ჩვენი მხრიდან სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ ინსტრუმენტებით დავეხმარებით მსგავს წარმოებებს და ამ კონკრეტულ წარმოებას. ვთვლი, რომ მსუბუქი მრეწველობა ეს ის სექტორია, სადაც ჩვენ სერიოზული ზრდის პოტენციალი გაგვაჩნია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის, რადგან მსუბუქი მრეწველობა ეს ის დარგია, სადაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა საკმაოდ ეფექტიანად და სწრაფად შეიძლება,-‘’განაცხადა გიორგი გახარიამ.
„მატერია“უნიფორმებს ქართული ჯარისთვის, საპატრულო და სასაზღვრო პოლიციისთვის, მერიის დასუფთავების სამსახურისთვის, „საქართველოს ფოსტისთვის,“ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრებისთვის კერავს.
„მატერიას“ წარმომადგენლების ინფორმაციით, სამომავლოდ ფეხსაცმლის ხაზის შექმნაც იგეგმება. ჰოლდინგის მიერ ნაწარმოები მასიური პროდუქცია ექსპორტზე კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში გავა.


  • -

მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რეფორმებზე და ევროპის სამეზობლო პოლიტიკაზე ისაუბრეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს, ქრისტიან დანიელსონს და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველ დირექტორს, თომას მაირ-ჰარტინგს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რეფორმებზე და ევროპის სამეზობლო პოლიტიკაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ძირითადი საკითხები და თანამშრომლობის პერსპექტივები. საუბარი შეეხო 2017-2020 წლის ასოცირების ახალ დღის წესრიგს და „აღმოსავლეთ პარტნიორობის” რიგით მეხუთე სამიტისთვის მზადების პროცესს.

ყურადღება გამახვილდა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დასკვნითი პროცედურების დროულად დასრულების მნიშვნელობაზე და გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილებას უახლოეს მომავალში შეძლებენ.

ხაზი გაესვა საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად ევროკავშირის ფინანსური დახმარების როლს და დახმარების ახალ ინსტრუმენტებსა და პროგრამებში საქართველოს ჩართულობის შესაძლებლობებს. მხარეებმა ისაუბრეს განათლებისა და ინფრასტრუქტურული განვითარების საკითხებზე, რა მიმართულებითაც ევროკავშირი 2017 წელს პროექტების განხორციელებას გეგმავს.

საუბარი შეეხო უსაფრთხოების თემებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას ქვეყანაში სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში.

ევროკომისიის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური


  • -

ძვირფასო დამსვენებლებო და გუდაურის სტუმრებო!

ძვირფასო დამსვენებლებო და გუდაურის სტუმრებო!
მთის კურორტების განვითარების კომპანია და გუდაურის ჯგუფი მოგმართავთ თხოვნით, საძელე-კობის მხარეს, ასევე ბიდარას ტერიტორიებზე ზვავსაშიში ზონებია, უმორჩილესად გთხოვთ გუდაურის სასრიალო გზის( ტრასების) ტერიტორიას ნუ გასცდებით და თვითნებურად ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას თქვენივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
დაიცავით წესები და დაემორჩილეთ მთაზე მომსახურე თანამშრომლებს.
Dear guests of Gudauri! Mountain Resorts Development Company and Gudauri team kindly ask not to ski beyond the territory of the resorts ski slopes, as Sadzele, Kobi and Bidara territories are possible avalanche zones right now. Please be so kind not to make the decision which may harm you. Take into consideration the safety regulations. Follow the rules and obey the mountain staff. Thank you in advance! Wish you all nice and snowy day!
P.S. გთხოვთ გაავრცელოთ რათა მეტი მოსრიალე გაახდეს ინფორმირებული. მადლობა.


ძებნა

გამოკითხვა

მომხრე ხართ თუარა რომ უცხოური პროდუქცია ჩანაცვლდეს ქართულით!

View Results

Loading ... Loading ...

September 2019
M T W T F S S
« Jun    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30