ტურისტის ბარათი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების ფედერაციის პროექტი

  • -

ტურისტის ბარათი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების ფედერაციის პროექტი

საქართველოს ეკონომიკური განვითარების ფედერაციამ სამთავრობო პროგრამა „ტურიზმის განვითარების სტრატეგია -2025“ მხარდაჭერისათვის და უცხოელ ტურისტთა ქვეყანაში მოზიდვის მიზნით შეიმუშავა პროექტი „ტურისტისა და ვიზიტორის ბარათი“, ვინაიდან საქართველოში ჯერჯერობით ვიზიტორთა უდიდესი უმრავლესობა შეადგენს საშუალო ან საშუალოზე დაბალი ფინანსური შესაძლებლობების მქონე სეგმენტს, ვფიქრობთ რომ ფასდაკლების ბარათი პოპულარობით ისარგებლებს მათში ( ვარაუდი დაადასტურა: ტურისტებში ჩატარებულმა გამოკითხვებმა).
პროექტს მხარს უჭერენ და მასში მონაწილეობაზე დასტური განაცხადა რამოდენიმე ასეულმა კერძო კომპანიამ თუ სახელმწიფო სტრუქტურამ.
„საქართველოს ბანკის“ გადახდის სისტემის მართვის დეპარტამენტთან კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ უცხოელი ვიზიტორების მიერ ტურისტის ბარათის საფასურის გადახდა მოხდება საქართველოს ბანკის ექსპრეს ფეისა და პოს ტერმინალების საშუალებით, აეროპორტებში, საბაჟო გამშვებ პუნქტებთან და სპეციალურად შერჩეულ ადგილებზე.
პარალელურ რეჟიმში შპს „მეტრო სერვის პლიუსის“ ხელმძღვანელობასთან მიმდინარეობდა კონსულტაციები, ტურისტის ბარათის ჩიპზე „მეტრომანის“ პროგრამის განთავსების ტექნიკურ შესაძლებლობაზე, საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში უცხოელ ტურისტს ქვეყანაში ვიზიტის პერიოდში გარდა ფასდაკლებებისა, მაგ: სასტუმროში, ჰიგიენისა და სილამაზის სალონში, მუზეუმში, თეატრში, რესტორანში, ბარში, ფოსტაში, ავტოგასამართ სადგურებზე და ა.შ. იმავე ბარათის ჩიპზე მეტრომანის პროგრამის განთავსების საშუალებით შეძლებს გადაადგილდეს მეტროში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით და საბაგირო გზებზე არსებული სტანდარტული ტარიფით, ხოლო ბარათზე განთავსებული სიმკარტით ( გამოცხადდება კონკურსი მობილური ოპერატორებისათვის ) განახორციელებს საჭირო კომუნიკაციას მობილური სატელეფონო კავშირით და ინტერნეტით ( ასეთი ბარათის ანალოგი არ მოიპოვება ) და ამით ვიზიტორის ფასდაკლების ბარათი შეიძენს უნივერსალურობას, რაც განაპირობებს პროექტის უცილობელ წარმატებას ( ყოვლისმომცველობა, პრაქტიკულობა, ხელმისაწვდომობა ). “მეტრო სერვის პლიუსის” სპეციალისტთა მცდელობით ბარათის ჩიპზე მეტრომანის პროგრამის განთავსების შესაძლებლობა ტექნიკურად რეალურად იქნა მიჩნეული, შეხვედრაზე მეტრო სერვის პლიუსმა დაადასტურა პროექტში ჩართულობის სურვილი, ხოლო საქართველოს ბანკი, რომელსაც ოფიციალურად გაგზავნილი აქვს თხოვნა ჩაერთოს ქვეყნისათვის მეტად მნიშვნელოვან პროექტში, რომელიც ბოლო დროს დაინტერესებულია ტურიზმის განვითარებით ქვეყანაში, შეძლებს დადებითად შეაფასოს მოვლენები და ვიმედოვნებთ მხარს დაუჭერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ფედერაციის პროექტს.

მზადების პროცესშია პროექტის ვებ-გვერდი და აპლიკაცია, სადაც უცხოელი ტურისტი გაეცნობა საქართველოს ულამაზეს კუთხეებს, ღირშესანიშნაობებს და სხვა მისთვის საჭირო ინფორმაციას.
ტურისტის ბარათების გავრცელება დაგეგმილია საერთაშორისო აეროპორტებში, საბაჟო გამშვებ პუნქტებთან, საქართველოს რკინიგზის ცენტრალურ სადგურში. სპეციალურად შერჩეულ ადგილებზე. ამასთან სასურველი იქნება ბარათის ან/და სარეკლამო კატალოგის გავრცელება მოხდეს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში ქვეყნის მასშტაბით.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ოფიციალურად გადაეგზავნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების ფედერაციის პროექტი „ტურისტის და ვიზიტორის ბარათი“, ადმინისტრაციამ განიხილა და მიესალმება ჩვენს წამოწყებას, აღნიშნა რომ მოცემული პროექტი მართლაც შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას ქვეყანაში. ვიმედოვნებთ ადმინისტრაციის სრულ მხარდაჭერას პროექტის განხორციელების ეტაპეპზე.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების ფედერაცია დადებითად აფასებს ქვეყანაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგულ კამპანიის შედეგად ტურიზმის განვითარების წარმატებებს და სპეციალურ დიპლომს გადასცემს ადმინისტრაციას.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების ფედერაცია
ვებ-გვერდი: www.federation.ge

Print Friendly, PDF & Email

ძებნა

გამოკითხვა

მომხრე ხართ თუარა რომ უცხოური პროდუქცია ჩანაცვლდეს ქართულით!

View Results

Loading ... Loading ...

September 2019
M T W T F S S
« Jun    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30